ახალი კვირიდან გერმანიაში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია.
ნიკას ჰამბურგის ასპარეზზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს - მან უნდა დაიცვას გასულ წელს მოპოვებული 500 ქულა.
პირველი ორი რაუნდის საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად დაძლევის შემდეგ, 1/4-ფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე ჟერემი ჩარდი გახლდათ, რომელსაც ასევე საკმაოდ მარტივად 2-სეტში გაუმკლავდა.
შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:2, 6:3 - ბასილაშვილის სასარგებლოდ.
მომდევნო ეტაპზე ნიკას მეტოქე ალექსანდრ ზვერევისა და ფილიპ კრაინოვიჩს შორის გაირკვევა.
Live.ge ულოცავს ნიკას ნახევარფინალში გასვლას და წარმატებებს უსურვებს მას მომდევნო შეხვედრებში!