ბასაქშეჰირის ფეხბურთელი: "იბერიასთან რთულ მატჩს ველოდებით"
3 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
თურქული "ბასაკშეჰირის" გარემარბმა, დენის თურუჯმა, უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე "იბერიაა 1999-სთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
იბერიასთან" საინტერესო თამაში გველოდება. სავარაუდოდ, რთული და დაძაბული მატჩი გველის. გუნდი მაქსიმალურად მზადყოფნაშია და იმედი გვაქვს, სასურველი შედეგის მიღწევას მოვახერხებთ", - ამბობს "ბასაქშეჰირის" ფეხბურთელი.
"იბერია 1999" "ბასაქშეჰირს" 8 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.