Belive

ბაგრატ ნინიაშვილმა ბუდაპეშტის გრან სლემი გამარჯვებით დაიწყო

3 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ძიუდო ბუდაპეშტის გრან სლემით დაბრუნდა, სადაც საქართველოს სახელით 6 სპორტსმენი იასპარეზებს. დღეს, 23 ოქტომბერს, ბუდაპეშტში მამაკაცებიდან -60 და -66 კგ, ხოლო ქალებიდან -48 და -52 კგ წონითი კატეგორიები იასპარზებენ. საქართველოს სახელით, -66 კგ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობს. ბაგრატი C ბადეში იმყოფება და იგი განთესილი არ არის, მისი მეტოქე პირველ ეტაპზე მოლდოველი - დენის ვიერუ იყო, რომელიც ბაგრატმა დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ნინიაშვილის მეტოქე მეორე ეტაპზე, განთესილი ყაზახი - იელდოს ზუმახანოვი იქნება.

სხვა სტატიები