Belive

"ასეთი დონის გუნდთან მარცხი სამარცხვინო არაა" - ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

UEFA-ს კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, "აქტობესა" და ქუთაისის "ტორპედოს" დაპირისპირება შედგა. მატჩი "აქტობეს" მარცხით, 1:2 დასრულდა, თუმცა, ორი შეხვედრის ჯამში, მომდევნო ეტაპის საგზური ყაზახურმა გუნდმა მოიპოვა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა - სტივ კინმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ "აქტობეს" დონის გუნდთან მარცხი, სამარცხვინო არაა.

რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით, მაგრამ მოხარული ვარ იმ თამაშის ხარისხით, რაც ამ მატჩში ვაჩვენეთ. მადლობა "აქტობეს" თბილი მიღებისთვის. სტადიონზე ფანებისგან ჩვენთვის რთული ატმოსფერო იყო შექმნილი. "აქტობეს" შეუძლია იამაყოს ასეთი ფანებით. ასეთი დონის გუნდთან მარცხი, სამარცხვინო არაა. - სტივ კინი

სხვა სტატიები