ასაკობრივი ნაკრებების ცენტრალური მცველი კარლსრუეში ვარჯიშობს
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი, ალექსანდრე ნარიმანიძე, შესაძლებელია, "კარლსრუეში" ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელი გახდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთგერმანული მედია საშუალებები ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ 19 წლის ცენტრალური მცველი მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ მოწინავე გუნდში ვარჯიშობს.
"იბერია 1999-ს" აღზრდილი ფეხბურთელი ამჟამად "კარლსრუეში" სინჯებზე იმყოფება და არსებობს შანსი, რომ მან გუნდთან კონტრაქტი გააფორმოს.
ალექსანდრე ნარიმანიძემ "იბერია 1999-ის" მთავარ გუნდშიც რეგულარულად თამაში დაიწყო, სანაკრებო დონეზე კი 17, 18, 19 და 21-წლამდელთა გუნდების წევრი გახლავთ. მისი კაპიტნობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მოხვდა.