as: "ტაბატაძე კადისის გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელი ხდება"
2 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პოპულარული ესპანური მედია საშუალება as იური ტაბატაძის ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელ კადისში ტრანსფერის და წარმატებული სტარტის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
"იური ტაბატაძემ რეალ სოსიედად ბ-სთან მატჩში დუბლის შესრულება მოახერხა. მას ორ მატჩში უკვე 3 გოლი აქვს გატანილი.
55-ე წუთზე, მწვრთნელმა მოედანზე ქართველი ფეხბურთელი გამოიყვანა. ქართველმა თავისი ძლიერი მხარეების გამოვლენა შეძლო, უფრო კონკრეტულად კი დარტყმის უნარის. მან ორწუთიან მონაკვეთში დუბლის გაფორმება მოახერხა და კადისის ქომაგების გული მოიგო.
სადებიუტო მატჩიდან მოყოლებული ორ შეხვედრაში ტაბატაძემ 3 გოლის გატანა მოახერხა, თანაც ისე, რომ სრული მატჩი არ ჩაუტარებია.
იური ტაბატაძე კადისის ისტორიაში შევიდა, რადგან ის პირველი ფეხბრუთელია, რომელმაც საწყის ორ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.
კადისის ქომაგების საყვარელ მოთამაშედ გახდომაში, მას მხოლოდ გოლები არ ეხმარება. ენერგია, მონდომება და ქარიზმით თამაში მას იმ მოთამაშედ აქცევს, რომელსაც კადისის ქომაგებისთვის იმედის გაღვიძება შეუძლია", - წერს as.
იური ტაბატაძის ახალი გუნდი 4 ტურის შემდეგ წაუგებლად, ორი გამარჯვებით და ამდენივე ფრით 8 ქულას ფლობს და მხუთე ადგილზეა, შემდეგი მატჩი კი 13 სექტემბერს, ეიბართან, საშინაო კედლებში უნდა გამართოს.