Belive

არიგო საკი: "კვარას გოლზე ისე ვიყვირე, ჩემი მეუღლე შეშინებული მიყურებდა"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა, არიგო საკიმ საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის ტალანტს განსაკუთრებულად აფასებს.

"ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ტურინის "იუვენტუსის" კარში გატანილი გოლის დროს ისე ვიყვირე, რომ ჩემი მეუღლე შეშინებული მიყურებდა. მკითხა - "არიგო, რა ხდება?" - იტალიაში, ლუჩიანო სპალეტი ნამდვილად გამორჩეულია და ის ყველას უხსნის, რომ ლამაზი ფეხბურთი ძალიან მნიშვნელოვანია.

წინა სეზონში, "ნაპოლის" მიერ "იუვენტუსის" - 5:1 დამარცხება ამ ყველაფრის სარკეა. ბევრი მიიჩნევს, რომ მთავარი შედეგია და სანახაობრივ მხარეს არაფრად აგდებს, აი სპალეტის "ნაპოლიმ" კი მოახერხა და ეს ორივე გააერთიანა.

თითქოს ყველა გუნდს აკლია გამორჩეული სტილი, საკუთარი ხელწერა და საზოგადოება მათგან განსაკუთრებული რაიმეს შექმნას არ ელის.

მე არ ვაღიარებ იღბალს. ისევე, როგორც ამას სენეკა (ლუციუს ანაეუს სენეკა - ძველი რომაელი ფილოსოფოსი) გვასწავლის. იღბალი არ არსებობს, უბრალოდ არსებობს ნიჭისა და შესაძლებლობების თანხვედრა.

გაოცებული ვარ განსაკუთრებით სამი მოთამაშის სიძლიერით: ლობოტკას, კვარას და ოსიმენის. როცა ვხედავ ნიგერიელს, რომელიც იბრძვის გუნდისთვის და გუნდთან ერთად, გულუხვობით, ეპოსის პერსონაჟივით, ხანდახან ვან ბასტენის თამაში მახსენდება, მას უზარმაზარი პროგრესი აქვს", - თქვა "მილანის", "პარმას", მადრიდის "ატლეტიკოს" და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა.

მიმდინარე სეზონში, "ნაპოლის" სერია A-ში 16 ტურის შემდეგ 27 ქულა აქვს დაგროვებული და მეხუთე პოზიციას იკავებს, რაც შეეხება უეფას ჩემპიონთა ლიგას, აქ გუნდი მერვედფინალშია გასული და "ბარსელონას" უნდა შეხვდეს.

სხვა სტატიები