Belive

აპოელის მწვრთნელი: "გოლი დაუმსახურებლად გავიტანეთ - გაგვიმართლა"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ
"Გორის "დილასთან" მატჩის პირველი ტაიმი წინა შეხვედრის მსგავსად კარგად ვერ ჩავატარეთ. მიუხედავად ამისა, ანგარიშის გახსნა მოვახერხეთ. შემიძლია ვთქვა, რომ გაგვიმართლა, რადგან გოლი დაუმსახურებლად გავიტანეთ.

Მე-2 ნახევარში მეტოქის თამაში გავაანალიზეთ და მოახერხეთ რომ სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ.

მიუხედავად სასურველი შედეგის მიღებისა, ეს მხოლოდ პირველი მატჩია და ყველაფერი წინ არის. ჯერ არაფერი დასრულებულა და ახლა მომდევნო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ", - თქვა რიკარდო სა პინტუმ.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები