Belive

ანდრეს კარასკო დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
დინამო თბილისის მთავარ მწვრთნელად ანდრეს კარასკო იმუშავებს. ესპანელი სპეციალისტი 2022 წლიდან  კლუბის აკადემიას ხელმძღვანელობდა, დღეიდან კი, პირველ გუნდს ჩაუდგება სათავეში.
კარასკო წარსულში უკვე მუშაობდა დინამოში, 2011-12 წლებში აკადემიის ჩამოყალიბება სწორედ მის სახელს უკავშირდება.
ესპანელის სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო კლუბ ბარსელონაში დაიწყო, იგი ლა მასიაში 12 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამას გარდა კარასკო სხვადასხვა დროს მალაგას 16-წლამდე და დონეცკის შახტარის 19-წლამდე გუნდების მთავარი მწვრთნელი გახლდათ.
ესპანელმა სპეციალისტმა გარკვეული პერიოდი საბურთალოს აკადემიაშიც იმუშავა. აკადემიების გარდა, კარასკოს ძირითად გუნდებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს - იგი ესპანური საბადელის, ავსტრალიური ვესტერნ სიდნეი უონდერერსის და თურქული კარაბიუკსპორის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ. დინამოში დაბრუნებამდე კი, კარასკო ქუვეითის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებდა.

წყარო: fcdinamo.ge

სხვა სტატიები