Belive

ანდრეი დემჩენკო: "საქართველოს ნაკრების თამაშის სტილი არ მომწონს, უკრაინას გამარჯვება შეუძლია"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"დინამო ბათუმის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის B1 ჯგუფში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების ერთ ჯგუფში მოხვედრა შეაფასა. უკრაინელმა სპეციალისტმა თავისი ქვეყნის მედიასთან საქართველოს ნაკრებზე ვრცლად ისაუბრა და თავისი აზრით, ჩვენი გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები დაახასიათა.

"ღირსეული ჯგუფია, სადაც ყველა თანაბარი გუნდი შეიკრიბა. ალბანელებს, ჩეხებს და ქართველებს შეუძლიათ სიურპრიზი შემოგვთავაზონ, მაგრამ ჩემი აზრით ფავორიტი უკრაინის ნაკრებია.

პირადად მე არ მომწონს ის დაცვითი ფეხბურთი, რომელსაც ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს ათამაშებს. ნაკრებში მოსვლის პირველივე დღიდან, ვილი სანიოლმა თავდაცვითი სათამაშო სტილი აირჩია. ის უპირატესობას 5-4-1 და 5-3-2 სათამაშო სქემებს ანიჭებს, რასაც იმით ხსნის, რომ მისი გუნდის მცველებს ასაკიდან გამომდინარე სისწრაფე აკლიათ. არადა, საქართველოს ნაკრებს ძლიერი შემტევები ჰყავს, რის გამოც ყრუ დაცვიდან თამაშს არ ვეთანხმები. უკრაინის ნაკრებს ქართველებთან თამაში და გამარჯვება შეუძლია.

საქართველოს ნაკრები საჯარიმოში გამაგრდება, თავისუფალ ზონებს დახურავს, პოზიციური თამაში იქნება. ჩვენ გვყავს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები, რომლებსაც ერთი-ერთზე მეტოქესთან წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ამიტომ ვფიქრობ, საქართველო ბევრ პრობლემას არ შეგვიქმნის. მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება, მეტოქეს პატივი უნდა სცე და მატჩისთვის კარგად მოემზადო.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი რა თქმა უნდა, "ნაპოლიში" მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა. ასევე, მინდა "ბორდოს" ზურიკო დავითაშვილი გამოვარჩიო, რომელიც "მეცში" ამსტერდამული გრანდიდან არის განათხოვრებული. ასევე, საქართველოს კარგი განაპირა მცველები ჰყავს, მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი, რომლებიც დონეცკის "შახტარში" იჯარის წესით გადაბარგდა.

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი რა თქმა უნდა, "ნაპოლიში" მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაა. ასევე, მინდა "ბორდოს" ზურიკო დავითაშვილი გამოვარჩიო, რომელიც "მეცში" ამსტერდამული გრანდიდან არის განათხოვრებული. ასევე, საქართველოს კარგი განაპირა მცველები ჰყავს, მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი, რომლებიც დონეცკის "შახტარში" იჯარის წესით გადაბარგდა.

საქართველოს ნაკრების სუსტი წერტილი გამოცდილი ცენტრალური მცველები, კვირვკელია და კაშია არიან, რომლებიც 30 წელს აღემატებიან და სისწრაფე მოკლებული აქვთ. ჩვენმა გუნდმა ამით უნდა ისარგებლოს.

დონეცკის "შახტარის" ახალწვეულს, ლუკა ლაცაბიძეს საერთოდ არ ვიცნობ. მან შესაძლოა მხოლოდ სეზონის დასკვნით მატჩებში ითამაშა, როცა "დინამო თბილისს" ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა.

კარგი მწვრთნელი გვყავს და იმედი მაქვს, რომ რებროვთან ერთად გუნდი წინ წავა. უკრაინის ნაკრებში ახლა ახალგაზრდობისა და გამოცდილების კარგი ნაზავია", - თქვა ანდრეი დემჩენკომ.

საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 11 ოქტომბერს, სტუმრად, ხოლო 16 ნოემბერს საშინაო კედლებში ითამაშებს.

სხვა სტატიები