Belive

ანდრეი დემჩენკო: "მეტოქემ ფიზიკური მომზადების ხარჯზე გვაჯობა"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "გორის" "დილა" უკრაინულ პოლტავის "ვორსკლასთან" - 1:2 დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ, ქართული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ორრაუნდიანი დაპირისპირების პირველი ნახევარი შეაფასა.

 

"მე თავიდანვე გავაფრთხილე ჩემი ბიჭები, რომ "ვორსკლას" ფეხბურთელები და მწვრთნელი ვიქტორ სკრიპნიკი ძალიან ძლიერ და კომპეტენტურ გუნდს ქმნიდნენ. მინდა ვთქვა, რომ დღეს ძალიან გაგვიჭირდა. ვორსკლა თავს ძალიან კომპეტენტურად იცავდა, ინიციატივა დათმეს. მათ ფლანგები დაგვიკეტეს და ძალიან გაგვიჭირდა.

უკრაინული გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგად მომზადებულია. მწვრთნელმა აირჩია ისეთი ტაქტიკა, რომ გუნდს კონტრშეტევებზე ეთამაშა, თავის შანსებს კი 75 წუთი ელოდნენ, გაძლეს და საბოლოო ჯამში, ჩვენი ფიზიკური კარგი მდგომარეობის არ ქონის ხარჯზე ორი გოლი გავუშვით", - თქვა უკრაინელმა სპეციალისტმა.

გუნდებს შორის პირველი მატჩი პოლონეთის ქალაქ ტიხში გაიმართა და უკრაინელების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 3 აგვისტოს შედგება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები