Belive

ანდრეი დემჩენკო: "დანებებას არ ვაპირებთ, პირველ მატჩში მარცხის შემდეგ გამარჯვებას მივეჩვიეთ"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში გორის "დილა" თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის არენაზე, კვიპროსის "აპოელთან" - 0:2 დამარცხდა.

ორრაუნდიანი დუელის პირველი ნაევარი ქართული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ შეაფასა.

"მსგავსი მატჩების წაგება ნამდვილად არასასიამოვნოა. ჩვენი მეტოქე თავს კარგად იცავდა და შეტევაში რეალური ეპიზოდების შექმნის შესაძლებლობას არ გვაძლევდა. მომენტების შექმნის მცდელობა გვქონდა, მაგრამ მათი მეკარე ძალიან კარგად მოქმედებდა და ჩენი შეტევები უშედეგოდ დასრულდა.

მეტოქის მიმართ კომპლიმენტების თქმა შემიძლია. მათ თავისი ფეხბურთი ითამაშეს და მიზანს მიაღწიეს. გულდასაწყვეტი ის გარემოებაა, რომ გოლების გატანას ხელი თავად შევუწყვეთ. ერთი გოლი გასახდელში გაგვაყოლეს, მეორე ჯარიმიდან მივიღეთ. თუმცა ადამიანები ვართ, ოჯახი და არა რობოტები, ამიტომაც დამნაშავის ძებნის ნაცვლად ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ. 

დანებებას არ ვაპირებთ. შემდეგ მატჩში გუნდის კაპიტანი, ალეფ სანტოსი არ გვეყოლება, მაგრამ შევეცდებით, კვიპროსზე პოზიტიური განწყობით ჩავიდეთ და მეტოქეს ისეთი ტაქტიკა და ფეხბურთი შევთავაზოთ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა შევძლოთ. პირველ მატჩში მარცხის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლა წინა ორ რაუნდშიც შევძელით. ასე რომ, ეს ჩვენთვის უცხო მოცემულობა არ არის", - თქვა ანდრეი დემჩენკომ.

გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 17 აგვისტოს, კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები