Belive

ანდრეი დემჩენკო: "არდანებებას შედეგი ყოველთვის მოაქვს"

3 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიის დაწერის და უეფას კონფერენს ლიგის ლიგის ფაზის განაღდების შემდეგ, იბერია 1999-ის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა და ისტორიული გამარჯვების შესახებ ისაუბრა.

"ყველას გილოცავთ. ქართველი ერი ამ გამარჯვებას 22 წელი ელოდებოდა და მიხარია, რომ ეს წარმატებული ისტორია სწორედ ჩვენ დავწერეთ.

მართალია საწყის მატჩთან შედარებით უკეთ ვითამაშეთ, ბურთი ვაკონტროლეთ და ბევრი მომენტიც შევქმენით, მაგრამ ძირითად დროში გამარჯვების მოპოვება ისევ ვერ მოვახერხეთ.

ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ ევროპა ლიგის ლიგის ფაზაზე მოვხვდეთ. 

ვიცით, რომ წინ დატვირთული კალენდარი გველოდება და შევეცდებით, რომ შემადგენლობის სიღრმე შიდა და ევროპულ ტურნირებს შორის ძალების გადასანაწილებლად გავაფართოვოთ.

ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ არ უნდა დანებდნენ და ნებისმიერ სიტუაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლონ. ღმერთმა ამ რწმენის გამო დაგვაჯილდოვა და მეორე გოლი გვაჩუქა", - ამბობს ანდრეი დემჩენკო.

​უეფას ევროპა ლიგის პლეიოფში საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქე პოლონურ იაგელონიასა და შოტლანდიურ გლაზგოს რეინჯერსს შორის გამოვლინდება.

სხვა სტატიები