Belive

ანდრეი დემჩენკო: “ ვორსკლას სტილი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენეთ”

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უკრაინული "ვორსკლას" დამარცხების შემდეგ გორელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა:

ვფიქრობ “ვორსკლას” შეცდომა ის იყო, რომ მათ ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშეს, ამ დროს დაზღვეული ვერ იქნები, შესაბამისად ჩვენ შევუტიეთ და საბოლოოდ ჩვენი მომენტების რეალიზაცია შევძელით.

“ვორსკლა” რამდენიმე სქემით თამაშობს, მეორე მატჩისთვის ეს ყველაფერი გაანალიზებული გვქონდა და სიურპრიზები არ ყოფილა.

რაც შეეხება მომავალ მეტოქეს, აპოელი ძლიერი გუნდია, კარგი ფინანსური შესაძლებლობებით, ვფიქრობ საინტერესო მატჩები გველის. - განაცხადა გორელთა უკრაინელმა მწვრთნელმა

"დილამ" მეტოქე ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა. გორელები "აპოელთან" მატჩებს 10 აგვისტოს შინ, 17-ში კი კვიპროსში ჩაატარებენ.

სხვა სტატიები