ანა ჩემინავა 2023 წლის ლიეტუვის საუკეთესო ფეხბურთელებისთვის იბრძვის
11 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს ქალთა ნაკრების ფეხბურთელი, ანა ჩემინავა ლიეტუვის ჩემპიონატის საუკეთესო ფეეხბურთელის წოდების მოსაპოვებლად იბრძვის.
27 წლის ნახევარმცველი ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის გამოკითხვაში მონაწილეობს, სადაც ხმის მიცემა გულშემატკივარსაც შეუძლია. ამისთვის, მითითებულ ბმულზე გადასვლა და სამი მოთამაშის მონიშვნაა საჭირო.
ლიეტუვის ჩემპიონატის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვა 16 იანვრამდე გაგრძელდება.
2023 წელს საქართველოს ნაკრების კაპიტანი "ჟალგირისის" მაისურს ირგებდა, ამჟამად კი "ტრაბზონსპორის" ფეხბურთელი გახლავთ.