ალექსანდრე იაშვილი: "მიზნის მისაღწევად გულშემატკივრის როლი განსაკუთრებულია"
7 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართი პლეი-ოფის მატჩების წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი კომენტარს აკეთებს.
"ჩვენ ძალიან გვსურს, რომ ამ მატჩებში წარმატებას მივაღწიოთ და B ლიგაში დავრჩეთ. აქ ადგილის შენარჩუნება, საკუთარი ძალების გაანალიზებისა და სამომავლო განვითარებისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ამ მიზნის მისაღწევად გულშემატკივრის როლი განსაკუთრებულია, შესაბამისად, გვიხარია, რომ "დინამო არენაზე" დაბრუნების შესაძლებლობა გვაქვს", - ალექსანდრე იაშვილი.
2025 წლის საწყის მატჩებში საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართ პლეი-ოფში სომხეთს შეხვდება. 20 მარტს საქართველოს ნაკრები ერევანში სტუმრად ითამაშებს, ხოლო 23 რიცხვში, სომხეთს თბილისში უმასპინძლებს.