ახმეტაში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ოლიმპიური ჩემპიონი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. მას ჭრილობა გულმკერდის ქვეშ აქვს მიყენებული.
ახლობლების განცხადებით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სუფრის წევრებს შორის შელაპარაკება დაჭრით დასრულდა.
ამ დროისათვის ზვიადაური ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. ახლობლების ინფორმაციით, მას სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.