Belive

ახალგაზრდული ნაკრების წევრი ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი, ლევან ოსიყმაშვილი კარიერას "დინამო თბილისიდან" ისრაელის ჩემპიონატის წარმომადგენელ "ჰაპოელ ჰადერაში" გააგრძელებს.

22 წლის ქართველი ფეხბურთელი მშობლიური გუნდიდან იჯარის წესით ზაფხულამდე ისრაელის ჩემპიონატში მე-14 ადგილზე მყოფ გუნდში ითამაშებს.

ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველი "დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილია და იჯარის წესით ქუთაისის "ტორპედოში" უთამაშია. მას "დინამოს" მთავარი გუნდის შემადგენლობაში 83 მატჩი აქვს ჩატარებული და 5 საგოლე პასი გაკეთებული. ლევან ოსიყმაშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია და გუნდის შემადგენლობაში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებში მონაწილეობდა, რომელშიც ჩვენმა გუნდმა ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები