Belive

ადამ მაიევსკი: ,,მოგებას პოლონეთის ნაკრები იმსახურებდა”

11 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ადამ მაიევსკი საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენციას მართავს.

,,საქართველოს ნაკრებზე რა ინფორმაცია მქონდა ევროპის ჩემპიონატამდე? ვიცოდი, რა სტილით თამაშობდა და წინა ევროპის ჩემპიონატის მსგავსად ითამაშეს. ამ შეხვედრაში მათ მხარეს იყო იღბალი და თუ თამაშს კარგად ჩავუკვირდებოდით, მოგებას პოლონეთის ნაკრები იმსახურებდა.

ჩვენ ბოლო წუთებზე კონცენტრაცია დავკარგეთ და ძალიან დასანანი გოლი გავუშვით. საქართველოს ნაკრები ძლიერი მეტოქე იყო, მაგრამ ჩვენ საკმაოდ კარგი საგოლე მომეტები შევქმენით და ამ შეხვედრაში წაგებას არ ვიმსახურებდით. ამ წაგების და პირველი ტურის შედეგების შემდეგ რთულ ვითარებაში ჩავვარდდით, მაგრამ ჯერ დაკარგული არაფერია“. - ამბობს ადამ მაიევსკი.

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები მეორე ტურის მატჩს საფრანგეთთან, 14 ივნისს, კვლავ ჟილინაში გამართავს.

სხვა სტატიები