Belive

აბუ დაბის გრან პრიზი იწყება: ქართველი ძიუდოისტების მოწინააღმდეგეები ცნობილია

5 წლის წინ ქართული სპორტი
2 წთ
27 ოქტომბერს სტარტს აიღებს აბუ დაბის გრან პრიზი, სადაც საქართველოს სახელით 11 ძიუდოისტი იასპარეზებს. 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი იასპარეზებენ. პაპინაშვილი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე აბოლფაზი მაჰმუდსა და ბესლან მუდრანოვს შორის გამარჯვებული იქნება. რაც შეეხება ლუხუმ, მისი მეტოქე მატიას ტრბოვჩსა და სუ რილიჯს შორის გამარჯვებული იქნება. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს. ვაჟა მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე აჰმედ ალ ჰოსანსა და ნეითონ ბარნსს შორის გამარჯვებული იქნება. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ფრიდონ გიგანი და ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებენ. ლაშა შადათუაშვილის მეტოქე ტაკეში დოი იქნება, ხოლო ფრიდონ გიგანის მეტოქე იაკუბ ჯეჩმინეკი იქნება. 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით თამაზ კირაკოზაშვილი იასპარეზებს. იგი პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ჰანს კონრადი იქნება. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით უშანგი მარგიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი იასპარეზებენ. მარგიანი პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ტეჟენ ტეჟენოვი იქნება, რაც შეეხება ჭრიკიშვილის, იგი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე სალეჰ ალზუვაიდსა და კრისტიან ტოტს შორის გამარჯვებული იქნება. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ლაშა ტაველური იასპარეზებს. იგი პირველივე ეტაპიდან იასპარეზებს და მისი მეტოქე ჟან ბო იქნება. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს სახელით ლევან მატიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი იასპარეზებენ. მატიაშვილი პირველივე ეტაპიდან დაიწყებს და მისი მეტოქე იური კრაკოვეცკი იქნება. რაც შეეხება ოქრუაშვილს, იგი მეორე ეტაპიდან ჩაერთვება და მისი მეტოქე ვლადისლავ ციარპიცკივსა  და დანიელ ალერსტოფერს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები