"თუ დიდი შეთავაზება არ იქნება, დავითაშვილი არ იყიდება" - ფრანგული გამოცემა
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ქართველი შემტევის ზურიკო დავითაშვილის შესაძლო ტრანსფერზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ბევრი იწერება, მაგრამ ფრანგულმა გამოცემამ დაზუსტებით თქვა, რომ სენტ-ეტიენი ზურიკოს სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვს და მათ მსგავსი შეთავაზება არ მიუღიათ, სხვა შემთხვევაში ფეხბურთელი არ იყიდება.
Le10sport სტატიაში წერს, რომ:
სენტ-ეტიენის პოზიცია ზურიკო დავითაშვილის მიმართ ნათელია - თუ დიდი შეთავაზება არ იქნება, დაახლოებით 20 მილიონი ევროს ოდენობით, ის არ იყიდება. ჩვენი ინფორმაციით მწვანეებს მსგავსი შეთავაზება არ მიუღიათ. 24 წლის ფეხბურთელს სატრანსფერზო ბაზარზე კარგი რეპუტაცია აქვს, მაგრამ მისი ფასი პოტენციურად დაინტერესებულ გუნდებს აშინებს. ამ ეტაპზე ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორ შეძლებს დავითაშვილი გამოსავლის პოვნას. - Le10sport ზურიკო დავითაშვილზე