Belive

3 შეთავაზება | გიორგი მამარდაშვილის დამატებით იტალიური გრანდები ინტერესდებიან

4 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

გასული პერიოდის განმავლობაში იტალიურ მედიაში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ გიორგი მამარდაშვილის დამატებით ტურინის იუვენტუსი ინტერესდება. საუბარია საიჯარო ხელშეკრულებაზე, რომელსაც მხარეები იმ შემთხვევაში გააფორმებენ, თუ ტურინელები ლივერპულის კიდევ ერთ მეკარეს, ალისონს ვერ დაიმატებენ.

ამავე დროს, იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების მეკარის დამატება კიდევ ორ იტალიურ ისტორიულ გუნდს, მილანის ინტერსა და ფიორენტინას სურთ.

25 წლის ქართველი მეკარე Transfermarkt-ზე 28 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ამ სეზონში ალისონს მეტწილად ტრავმა აწუხებს, რის გამოც, გიორგი მამარდაშვილს ლივერპულის 20 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და 3-ჯერ კარი მშრალად შენახული.

სხვა სტატიები