Belive

21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ჩრდ. მაკედონიასთან მატჩისთვის ცნობილია

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

​2023 წელს ბოლო ოფიციალურ მატჩს საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართავს.

ჩრდილოეთ მაკედონიაში, სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრისთვის,  ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (გაგრა), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), საბა საზონოვი (ტორინო).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება და 16 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები