21-წლამდელთა ევროს წილისყრა: კალათები ოფიციალურად დაკომპლექტდა
2 დღის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრისთვის კალათები გაირკვა. უეფამ ოფიციალურად დაადასტურა ოთხ კალათაში მყოფი ნაკრებების გადანაწილება.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპით ისტორიაში სადებიუტოდ შეძლო ფინალური ტურნირის საგზურის მოპოვება, მეოთხე კალათაში იქნება.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები 3 დეკემბერს სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გაირკვევა, სადაც ჩვენი გუნდი შემდეგი 3 კალათიდან თითო გუნდს შეხვდება.
1 კალათა: ესპანეთი, ინგლისი, პორტუგალია, ნიდერლანდები;
2 კალათა: გერმანია, საფრანგეთი, უკრაინა, იტალია;
3 კალათა: დანია, რუმინეთი, პოლონეთი, ჩეხეთი;
რამაზ სვანაძის გუნდთან ერთად, მეოთხე კალათაში სლოვენიის, ფინეთისა და მასპინძელი სლოვაკეთის ნაკრებები არიან.