Belive

19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე გამართულ მატჩში, ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა კვიპროსელ თანატოლებს - 2:0 აჯობეს და ჯგუფში პირველი 3 ქულა მოიპოვეს.

ანგარიშის გამხსნელი გოლი მატჩის 23-ე წუთზე ეფექტური კომბინაციის შემდეგ, ცოტნე ბერელიძემ გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი ნიკო ცეცხლაძემ გაუკეთა. რაც შეეხება 81-ე წუთზე გატანილ მეორე გოლს, ის დაჩი ლორთქიფანიძის აქტივშია - 18 წლის ფეხბურთელმა სტანდარტული სიტუაციის შემდეგ საბა სამუშიას ჩაწოდებულ ბურთს მიმართულება გამოზომილი, თავური დარტყმით შეუცვალა.

პირველი 3 ქულის მოპოვების შემდეგ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი მოლდოვასა და ესპანეთს შორის მატჩს დაელოდება, რათა პირველი ტურის შემდეგ, ჯგუფის ლიდერი გაარკვიოს. რაც შეეხება მომდევნო მატჩს, ახალგაზრდა ქართველები 18 ნოემბერს, მოლდოვას უმასპინძლებენ.

სხვა სტატიები