ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბრაზილია 12:8 დაამარცხა.
ქართველი წყალბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ და გამარჯვების მოპოვება დეიან სტანოევიჩის გუნდს არ გასჭირვებია.
საქართველოს ნაკრებმა პირველი და მეორე მეოთხედები 3:1 მოიგო, ხოლო მესამე მეოთხედში ერთქულიანი სხვაობით გაიმარჯვა - 2:1.
თამაშის მიწურულს ბრაზილიელებმა გაიბრძოლეს და ბოლო მეოთხედის მოგება მოახერხეს კიდეც - 4:5.
აღნიშნული გამარჯვებით სტანოევიჩის გაწვრთნილუ ნაკრები ჯგუფიდან გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. ქართველი წყალბურთელები შემდეგ თამაშს ხვალ, მონტენეგროსთან გამართავენ.