Belive

ზუსტად 7 წლის წინ: მომენტი, როცა სტივენ ჯერარდს და ლივერპულს ფეხი დაუცდათ (ვიდეო)

3 წლის წინ სხვა
1 წთ
ზუსტად 7 წლის წინ, 2014 წლის 27 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული შეხვედრა გაიმართა. 36-ე ტურის შეხვედრის წინ, მაშინ, როცა გათამაშების დასრულებამდე 2 რაუდნი იყო დარჩენილი, "ლივერპული" სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებოდა და ისტორიაში პირველად, ინგლისის ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგებას უახლოვდებოდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა მერსისაიდელებს ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ ელოდათ, რომელშიც გამარჯვების და 3 ქულის მოპოვების შემთხვევაში, ტიტულს თითქმის გაინაღდებდნენ, თუმცა გუნდის კაპიტანის, თილისმისა და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, სტივენ ჯერარდის უეცარმა ფეხის დაცდენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ბრენდან როჯერსის გუნდის მერვე ნომერს ფეხი მოედნის ცენტრში დაუცდა, რასაც დემბა ბას გარღვევა და გოლი მოჰყვა. საბოლოოდ, "წითლებმა" ის მატჩი 0:2 დათმეს და 22-ქულიანი ჰანდიკაპი გაანვიავეს, ჩემპიონობა კი წილად "მანჩესტერ სიტის" ხვდა, რომელმაც სეზონის ბოლოს 86 ქულა დააგროვა, რაც "ლივერპულის" მონაგარზე ორით მეტი გახლდათ.

სხვა სტატიები