Belive

36-წლიანი პაუზის შემდეგ: ინგლისში ფანებს ტრიბუნაზე ალკოჰოლის დალევა შეეძლებათ 

3 წლის წინ სხვა
2 წთ
ინგლისში, ფეხბურთის გულშემატკივრებს მალე ახალი შესაძლებლობა ექნებათ. მათ ხელისუფლების გადაწყვეტილების შესაბამისად, საფეხბურთო მატჩების დროს, ტრიბუნაზე ალკოჰოლის დალევა შეეძლებათ. აღნიშნული სიახლე ერთ-ერთია იმ მრავალი ცვლილებისგან, რომელიც ინგლისის საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამტკიცოს. ბრიტანელი დეპუტატი ტრეისი კრაუჩი, რომელიც ხსენებული ცვლილებების ინიციატორია, ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოხსენებას შემდეგ თვეში გააკეთებს.
Image Credit- PA Images
The Times- ის თანახმად, სიახლე, რომელიც ძალაში მალე უნდა შევიდეს, ითვალისწინებს საპილოტე სქემას, რომელიც გულშემატკივრებს სტადიონზე ალკოჰოლის დალევის საშუალებას რანგით მესამე და მეოთხე დივიზიონებში მისცემს, ხოლო ამ ცვლილების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აღნიშნული შეზღუდვა უკვე ჩემპიონშიფსა და პრემიერ ლიგაშიც მოიხსნება.
Image Credit- PA Images
ფეხბურთის გულშემატკივრებს სტადიონზე ალკოჰოლის მოხმარება 1985 წელს, ხულიგნობის გამო აუკრძალეს. თუმცა, სპორტის სხვა სახეობის ქომაგები, როგორიცაა კრიკეტი და რაგბი, მატჩების დროს სასურველ ალკოჰოლურ ნივთიერებას შეზღუდვის გარეშე მიირთმევენ. ამ თემასთან დაკავშირებით ინიციატივის ავტორი ამბობს": "ჩვენი შეხედულება ალკოჰოლზე და ფეხბურთზე მოძველებულია. ჩემი მოსაზრება არ არის მხოლოდ ერთგვარი ალტრუისტული შეხედულება იმისა, რომ გულშემატკივრებს ფეხბურთის მატჩების დროს დალევა უნდა შეეძლოთ, არამედ ეს ასევე ეხება იმას, რომ კლუბებმა საკუთარი თავი შეინახონ". ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ დამოუკიდებელ მარეგულირებელს, როგორც ამ პროცესის ნაწილს, მაგრამ ფეხბურთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და უკეთესად შეინარჩუნოს თავი. ჩვენ ხალხს ვაიძულებთ, რომ ალკოჰოლი მხოლოდ შესვენებაზე მიირთვან და ეს არის არაჯანსაღი ასპექტი. ფეხბურთის გულშემატკივართა დამოკიდებულება ალკოჰოლთან: ისინი ბევრს სვამენ მოკლე დროში. ასე რომ, ჩემი რეკომენდაციაა პილოტირება მოვახდინოთ და ხალხს 15 წუთში ნახევარი ჭიქის დალევა არ მოუწიოთ".
ინგლისურ ფეხბურთში მატჩების დროს ალკოჰოლის დალევა 1985 წლის შემდეგ აკრძალულია.

სხვა სტატიები