Belive

ზუკა რურუა: "ეს მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება, ქართული წყალბურთის ისტორიის დაწერის შანსი გვეძლევა"

3 წლის წინ სხვა
2 წთ
წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, B ჯგუფის მერვე ტურში, "დინამო თბილისმა" მონტენეგროული "იადრანი" 10:13 დაამარცხა. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მოპოვებული ამ გამარჯვების შემდეგ, ჯგუფიდან გასვლის შანსები კიდევ უფრო გაიმყარა, საამისოდ ქართულ კლუბს 21 აპრილს, გერმანული "ჰანოვერის" დამარცხება სჭირდება, რითიც ევროპის საუკეთესო 8 გუნდს შორის ადგილს გაინაღდებს. მოგებული უმნიშვნელოვანესი შეხვედრის და მომდევნო მატჩების შესახებ, ქართული კლუბის მწვრთნელმა, ზუკა რურუამ, რომელიც ამჟამად სამწვრთნელო საქმიანობას ეწევა, Live.ge-სთან ისაუბრა.
"ეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო. ეს იყო პროგრამა მინიმუმი და რასაც ვგეგმავდით - შევასრულეთ! დისციპლინებული და სწორ დაცვაზე ორიენტირებული თამაში ვითამაშეთ, ყველა მაქსიმალურად დაიხარჯა და ძალიან კმაყოფილები ვართ ბიჭების თავდადებით. ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩის მოგება რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წარმატებაა. ხვალინდელი შეხვედრა რა თქმა უნდა, უმძიმესი იქნება. ეს ჩვენთვის ფინალია და შანსები ნამდვილად გვაქვს... ის უდავოა რომ "ჰანოვერის" კლუბი ჩვენზე ძლიერია, თუმცა გვაქვს შანსი, რომ წყალბურთის ისტორია დავწეროთ და რვათა ფინალში გასვლა შევძლოთ", - თქვა ზუკა რურუამ ჩვენთან საუბრისას. 
"დინამო თბილისისა" და "იადრანის" მატჩი 21 აპრილს, 16:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები