Belive

ჟირი პროჰაცკა: "სამი დღის განმავლობაში ბნელ ოთახში, საკვების გარეშე ვიჯექი"

1 წლის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ჩემპიონი მძიმე წონაში, ჟირი პროჰაცკა გულშემატკივრების გაოგნებას აგრძელებს. ის ბრძოლებისთვის საკმაოდ განსხვავებულად ემზადება. ახლახან ჩეხმა მებრძოლმა ბნელ ოთახში სამი დღე გაატრა.

პროჰაცკა მედიტაციის დიდი მხარდაჭერია და ამას ხშირად აკეთებს.

”სამი დღის განმავლობაში ბნელ ოთახში, საკვების გარეშე ვიჯექი. აქ შენს თავზე მუშაობა და საკუთარ დემონებთან ბრძოლა შეგიძლია. ამ თემაზე ბევრი საუბარი არ მინდა, რადგან ეს ჩემთვის ზედმეტად პირადულია.“

აღნიშნული ხერხი ამ სპორტისთვის უცხო არ არის. ამ სახის მედიტაციას UFC-ის კომენტატორი ჯო როგანიც მიმართავდა, თუმცა, ის ბნელ ოთახში მხოლოდ ერთ საათს ატარებდა.

პროჰაცკას თქმით, ის ამას გონების დასამშვიდებლად აკეთებს, რომ ბრძოლისთვის მზადების პერიოდში სტრესისთვის მზად იყოს.

სხვა სტატიები