Belive

"პერეირასთვის მზად ვარ, მარტში კოლბისთანაც მსურს ჩხუბი" - ხამზატ ჩიმაევი

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ხამზატ ჩიმაევი გეგმავს, რომ პერეირას საშუალო წონის ქამარი წაართვას და ამის შემდეგ, კოლბი კოვინგტონსაც შეებრძოლოს.

ჩიმაევი ბრაზილიელის ჩემპიონობით ძალიან უკმაყოფილოა და ამას ღიად აფიქსირებს. საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით მან ასეთი პოსტი გაავრცელა:

“ამ ბიჭმა ქამრისთვის 6-1 რეკორდით იბრძოლა, ნება მომეცით დავანგრიო, ჩემი რეკორდი 12-0 არის, მოდი ძმაო შევხვდეთ.”

ხამზატი ქვესაშუალო წონის მებრძოლია, თუმცა, საშუალო წონაშიც აქვს ორი ბრძოლა ჩატარებული. სპორტსმენს, დიასთან ბრძოლის წინ ვერ დაფიქსირებული წონის შემდეგ, ბევრმა მოუწოდა, საშუალო წონაში გადაენაცვლებინა, თუმცა, თავად მებრძოლმა თქვა, რომ დივიზიონის შეცვლას არ აპირებს.

"მსურს პერეირას ბრაზილიაში შევხვდე და ამის შემდეგ, მარტში კოლბი კოვინგტონს დავუპირისპირდე, თუ მას ექნება სურვილი. შემიძლია საჩემპიონო ბრძოლა 84 კილოში ჩავატარო და შემდეგ კოლბის 77 კილოგრამში ვებრძოლო.

საერთოდ ვინ იბრძვიან ბრაზილიაში? არ მესმის. მომცენ ჩხუბი და ბრაზილიას დაუვიწყარ საღამოს ვაჩუქებ." - განაცხადა ჩიმაევმა ESPN-სთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩიმაევს კიდევ ერთხელ მისცემს შანსს საშუალო წონაში და აპირებს კოლბი კოვინგტონის წინააღმდეგ ჩაუნიშნოს ბრძოლა.

სხვა სტატიები