ზელიმ კოტსოიევი: "ბოლო წამამდე მჯეროდა რომ მოვიგებდი, სწორედ ამიტომ ვიბრძოლე"
2 თვის წინ
სხვა
1 წთ
პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს მეექვსე საშეჯიბრო დღე დასრულდა, სადაც ილია სულამანიძემ, სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონი გახდა.
100 კგ წონითი კატეგორიის ფინალი ძალიან დრამატული გამოდგა. ბრძოლის დასრულებამდე 8 წამით ადრე, ილია სულამანიძემ ჩავარდნისთვის მესამე შიდო მიიღო და შეჯიბრიდან მოეხსნა, შესაბამისად ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული აზერბაიჯანში წავიდა, რომლის მფლობელიც, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ზელიმ კოტსოიევია.
მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ზელიმ კოტსოიევმა, ოლიმპიური ოქროს მოპოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ჯერ კიდევ შოკირებული ვარ და ალბათ ბოლომდე ვერ ვიაზრებ რაც ჩემს თავს ხდება, თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ მე ეს ყველაფერი დავიმსახურე.
მიუხედავად ურთულესი ბრძოლისა და მეტოქისა, ბოლო წამებამდე ვიბრძოდი, მჯეროდა ჩემი გამარჯვების, ჩემი შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმის.
მთელი ცხოვრება ამ ყველაფერს შევალიე და მადლობელი ვარ, რომ დამიფასდა. ბოლო წამებშიც მჯეროდა, რომ შემეძლო მოგება. ეს სიზმარივითაა, საიდანაც გაღვიძება არასდროს არ მინდა..." - ზელიმ კოტსოიევი
ზელიმ კოტსოიევის კარიერა პიკშია. 2023 წელს მან ევროპის ჩემპიონატის ტიტული მოიპოვა, 2024 წელს კი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.