Belive

ზამთრის ოლიმპიური თამაშები | საქართველო ფინალურ ხუთეულშია და მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს

3 საათის წინ სხვა
1 წთ

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ქართული დელეგაციისთვის წარმატებით დაიწყო - ფიგურული ციგურაობის გუნდურ საერთო ჩათვლაში ჩვენმა ნაკრებმა 25 ქულა დააგროვა და ფინალურ ეტაპზე გადამსვლელ ხუთეულში მოხვდა.

პირველი დღის ჯამში დაგროვებული 20 ქულის შემდეგ, 7 თებერვალს ფიგურული ციგურაობის მოკლე პროგრამაში ნიკა ეგაძე გამოვიდა, რომელმაც გამოსვლა 84.37 ქულით დაასრულა და გუნდს კიდევ 5 ქულა შემატა.

გუნდურ საერთო ჩათვლას აშშ-ს ნაკრები 34 ქულით ლიდერობს, მეორე პოზიციაზე იაპონია (33) იმყოფება. იტალია 28 ქულით მესამე ადგილზეა, კანადა 27 ქულით მეოთხე, ხოლო ხუთეულს საქართველო 25 ქულით ასრულებს.

ფინალურ ბლოკში მონაწილეები გუნდური და ინდივიდუალური გამოსვლით კვლავ 4 პროგრამით წარსდგებიან.