Belive

ანასტასია გუბანოვამ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

2 დღის წინ სხვა
1 წთ

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, საქართველოს ნაკრების წევრმა, ანასტასია გუბანოვამ გამოსვლა დაასრულა. გუბანოვამ თავისუფალი პროგრამა წარადგინა და საერთო ჯამში მე-9 ადგილი დაიკავა.

მოკლე პროგრამის შემდეგ, ანასტასიას 71.77 ქულა ჰქონდა და მეექვსე ადგილზე იმყოფებოდა - თავისუფალ პროგრამაში 138.22 ქულა დაიმსახურა და ჯამში ეს 209.99 ქულაა.

ოქროს მედალი ამერიკელმა ალისა ლუმ დაიკავა, მეორე/მესამე ადგილებზე კი იაპონელები - ამი ნაკაი და კაორი საკამოტო გავიდნენ

შეგახსენებთ, რომ ქართული სპორტის ისტორიაში პირველი მედალი (ზამთრის ოლიმპიადებზე) სწორედ ამ თამაშებზე მოვიპოვეთ - ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ვერცხლის მედალი მიიღო.

სხვა სტატიები