ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი მსოფლიოში - რინერმა დიდი ისტორია დაწერა
2024 წლის ოლიმპიური თამაშების დასკვნითი საშეჯიბრო დღე ფრანგული ჰიმნით დაიხურა. +100 კგ წონით კატეგორიაში, ოლიმპიური ჩემპიონი - ტედი რინერი გახდა და მსოფლიოში ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი გახდა.
კერძოდ - ტედი რინერი ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 6 მედალი მოიპოვა, ასევე პირველი ძიუდოისტია ისტორიაში, რომელმაც 4-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.
4 - Teddy Riner est le 1er judoka de l'histoire à glaner 4 titres olympiques (2012, 2016, 2024 en individuel, 2021 par équipes) et rejoint les escrimeurs Christian d'Oriola et Lucien Gaudin comme français les plus titrés aux JO d'été. Légende. #Paris2024 pic.twitter.com/laCxMJY6Uf
— OptaJean (@OptaJean) August 2, 2024
ტედი რინერის შედეგები ოლიმპიურ თამაშებზე
2008 წლის პეკინის ოლიმპიადა - ბრინჯაოს მედალი
2012 წლის ლონდონის ოლიმპიადა - ოქროს მედალი
2016 წლის რიოს ოლიმპიადა - ოქროს მედალი
2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადა - ოქროს მედალი (გუნდურში) და ბრინჯაოს მედალი ინდივიდუალურად.
2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშები - ოქროს მედალი.
𝗧𝗘𝗗𝗗𝗬 𝗥𝗜𝗡𝗘𝗥 𝗘𝗦𝗧 𝗖𝗛𝗔𝗠𝗣𝗜𝗢𝗡 𝗢𝗟𝗬𝗠𝗣𝗜𝗤𝗨𝗘 !!!! 😍
— Jeux Olympiques (@jeuxolympiques) August 2, 2024
La légende Teddy Riner 🇫🇷 décroche sa quatrième médaille d'or aux Jeux Olympiques, sa sixième au total 🤯
Paris 2024 🥇
Tokyo 2020 🥉🥇
Rio 2016 🥇
Londres 2012 🥇
Beijing 2008 🥉#JeuxOlympiques |… pic.twitter.com/QXMTOxgIeO
გარდა ოლიმპიური ჩემპიონობისა, ტედი რინერი 11-გზის მსოფლიოს და 5-გზის ევროპის ჩემპიონია.
დიდია ალბათობა იმისა, რომ დღეს, ტედი რინერის კარიერაში ბოლო ბრძოლები ვიხილეთ. როგორც მან ოლიმპიური თამაშების წინ განაცხადა, 2024 წელს, ოლიმპიური ჩემპიონობის შემთხვევაში იგი ძიუდოდან წავიდოდა.