Belive

პარიზის ოლიმპიადის მონაწილე უგანდელი მძლეოსანი სასტიკად მოკლეს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან 3 კვირის შემდეგ, 33 წლის უგანდელი მძლეოსანი - რებეკა ჩეპტეგი სასტიკად მოკლეს.

უგანდელ მძლეოსანს თავს მისი ყოფილი მეგობარი კაცი, კენიელი - დიკსონ ნდიემა დაესხა, რომელმაც მისი მკვლელობა სასტიკის მეთოდებით სცადა. რებეკა ჩეპტეგს ყოფილმა შეყვარებულმა ბენზინი გადაასხა, შემდეგ კი ცეცხლი წაუკიდა. სპორტსმენმა სხეულის 75%-იანი დამწვრობა მიიღო და სიცოცხლის ბოლო დღეები რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ჩეპტეგმა პარიზის ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და მან 44-ე ადგილი დაიკავა. პარიზის ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ, იგი სამშობლოში დაბრუნდა, შემდეგ კი რამდენიმე დღით კენიაში გადაწყვიტა მოგზაურობა, რასაც სავალალო შედეგი და ტრაგედია მოჰყვა.