Belive

"ყველაზე ძლიერი ო'მალისთვის ვემზადები და ამ ჩხუბში ფინიშს ვეძებ" - დვალიშვილი

6 თვის წინ სხვა
1 წთ

მერაბ დვალიშვილისა და შონ ო'მალის განმეორებით ბრძოლამდე თითქმის ერთი კვირა რჩება. ამ პრინციპული დაპირისპირების წინ, "მანქანა" ამბობს, რომ ო'მალისთან ფინიშს არ გამორიცხავს.

ჩემი აზრით, რემატჩი განსხვავებული იქნება, რადგან შონი გარკვეულ ცვლილებებს შეიტანს. შესაძლოა ჩემს გდებებს რაღაც მოუხერხოს და თუ ამას შეძლებს, ვგეგმავ დგომში ვიჩხუბო. ჩემს სტრაიკინგს კიდევ ერთ მოწინააღმდეგესთან გამოვცდი. ძალიან ძლიერი შონ ო'მალისთვის ვემზადები და ასევე ამ ჩხუბში ფინიშ ვეძებ. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონის განმეორებითი ჩხუბი 8 ივნისს გამთენიისას შედგება. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ დვალიშვილისთვის ეს მეორე ქამრის დაცვა იქნება.

სხვა სტატიები