"ილიას ივლისში ველი, რადგან ამ დროს თეთრ სახლში ბრძოლა მსურს" - ჯასტინ გეიჯი
4 დღის წინ
სხვა
1 წთ
დღეს UFC 324-ს მედია დღე გაიმართა და მებრძოლები ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ. მედიის კითხვებს უპასუხა ჯასტინ გეიჯიმ, რომელიც ილიასთან ბრძოლას ელის. ამერიკელს თეთრ სახლში ჩხუბი სურს და თუ ილია ამ დროს მზად არ იქნება, მაშინ სხვა ვარიანტს მოძებნის.
თუ კვირას პადისთან გამარჯვებას მოვიპოვებ დროებითი ქამრის მფლობელი გავხდები. ეს ავტომატურად მაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩემპიონს შევხვდე, რომელიც ილია თოფურიაა. არ ვიცით მისი პერსონალური პრობლემები სპორტისგან მოშორებით რამდენი ხანი დატოვებს. მას ივლისში ველი, რადგან ამ დროს თეთრ სახლში ბრძოლა მსურს. თუ ამ დროს მზად არ იქნება, მაშინ ოლივეირასა და ჰოლოუეის შორის გამარჯვებული მინდა. - განაცხადა ჯასტინ გეიჯიმ
შეგახსენებთ, რომ ჯასტინ გეიჯი პადი პიმბლეტთან იბრძვის. ეს ჩხუბი მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის იქნება, რომელიც ილიამ დროებით ვაკანტური გახადა. დაპირისპირება ლას ვეგასში 25 იაბვარს გაიმართება და ჩვენი დროით კვირას გამთენიას დაიწყება.