Belive

"ყველა ქართველი უსუსურია?" - შონ ო'მალი

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი შონ ო'მალი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი თვალსაჩინო პოსტით წარსდგა. ამჯერად, "შუგა" ქართველებს შეეხო და ჩვენ უსუსურებად მოგვიხსენია. აღსანიშნავია, რომ ო'მალიმ საკუთარ პოსტზე ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილიც მონიშნა.

ილია, მერაბ, ყველა ქართველი უსუსურია? - წერს შონ ო'მალი

შეგახსენებთ, რომ ო'მალისა და მერაბის ბრძოლა სულ მალე გაიმართება და ქართველი სწორედ იქ შეძლებს საკადრისი პასუხის გაცემას. აღნიშნული დაპირისპირება ჩემპიონის ქამრისთვის იქნება წარმატების შემთხვევაში დვალიშვილი UFC-ის მეორე ქართველი ჩემპიონი იქნება.

ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები