Belive

ყაზახურმა ორგანიზაციამ საბა ლაზიშვილს სატიტულო ჩხუბი შესთავაზა

2 საათის წინ სხვა
1 წთ

ყაზახური ორგანიზაცია NAIZA MMA საბა ლაზიშვილს პირდაპირ სატიტულო ბრძოლას სთავაზობს. ქართველი მოჭიდავე, რომელიც მერაბ დვალიშვილთან ერთად 10-მდე დაღესტნელს შეებრძოლა, მთელმა საბრძოლო სამყარომ გაიცნო. ვიდეოში კარგად ჩანს, რომ 21 წლის ბიჭი ამრუ მაგომედოვს, ტაგირ ულანბეკოვს და უსმან ნურმაგომედოვს უსწორდება. ეს ვიდეო საკმარისი იყო, რომ NAIZA MMA-ს ქართველისთვის სატიტულო ჩხუბი შეეთავაზებინა.

ჩვენ ვნახეთ თქვენი სიმამაცე და სიმშვიდე ბრძოლისას. შთაბეჭდილების ქვეშ ვართ თქვენი ქმედებით. გვსურს შემოგთავაზოთ კონტრაქტი ჩვენს პრომოუშენთან. თქვენ შეგიძლიათ მაშინვე იბრძოლოთ ჩემპიონის ტიტულისთვის. ველით თქვენს გამოხმაურებას. - NAIZA MAA

დვალიშვლზე თავდასხმის გამო უსმანი და მისი მეგობრები მაშინვე გადაიყვანეს ციხეში. დაღესტნელს მებრძოლს 2 წელი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. შესაძლოა, რომ ნურმაგომედოვი და მისი თანხმლები პირები გირაოთი გამოძვრნენ.

სხვა სტატიები