"მან კარგად იცის შიდა წრეში როგორი საუბრები ჰქონდა" - თოფურია ცარუკიანზე
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
დიდი ხანია ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანს შორის დაპირისპირებაა. მებრძოლები ერთმანეთს სოციალურ ქსელებშიც აქტიურად მიმართავენ. "მატადორმა" გულშემატკივრების სიტყებს უპასუხა, რომლებიც ამბობდნენ რომ ილიას არმანის ეშინია.
კარგად იცით სხვა ადამიანების აზრზე რას ვფიქრობ. არმანი კარგი მებრძოლია. შესაძლებლობა მიეცა, მაგრამ ჩხუბზე უარი თქვა. წელის, ხელის ფეხის და სხვა ტკივილებთან გამკლავება ყველა მებრძოლს უწევს, მაგრამ ჩხუბზე გამოსვლას მაინც ვახერხებთ. რაღაც მიზეზით ბრძოლაზე არ გამოვიდა. ჩემთვის მას ბრძოლის ჩასახსნელად მიზეზი არ ჰქონია. კარგად იცის შიდა წრეში როგორი საუბრები ჰქონდა. მას მსოფლიო ტიტულისთვის ბრძოლის შანსი ჰქონდა და ხელიდან გაუშვა. როგორც პრომოუტერს, მასთან ნდობა გამიჭირდებოდა. საღამოს მთავარი ჩხუბი მიიღო და მეტოქეს თავი სახეში ჩაარტყა. ეს ჭკვიანური საქციელი ნამდვილად არ არის. - ამბობს ილია თოფურია
🚨 Ilia Topuria responds to people saying he’s afraid of Arman Tsarukyan:
— ACD MMA (@acdmma_) December 21, 2025
“Every single one of us fighters have dealt with back pain, and we still managed to make it to the fight. For some reason, he hasn’t. He knows what that internal conversation was like.”
“He had to change… pic.twitter.com/p0UH0M3pqi
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი მსუბუქი წონის პირველია ნომერია. მიუხედავად ამისა, ვაკანტურ ქამარზე ჯასტინ გეიჯი და პადი პიმბლეტი იბრძვიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ცარუკიანს ტიტულამდე მინიმუმ ერთი ბრძოლით მოცდა კიდევ მოუწევს.