იუსუფ ზალალი: "ილია ახლა სულ სხვა დონეზეა"
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ილია თოფურიას დებიუტი UFC-ში 2020 წელს შედგა. "მატადორის" პირველი მოწინააღმდეგე მაროკოელი იუსიფ ზალალი იყო, რომელთანაც მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ზალალმა გასულ უქმეებზე უელსელი მოწინააღმდეგე მეორე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და UFC-ში მე-6 გამარჯვება მოიპოვა. მაროკოელმა ილიასთან ბრძოლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა და "მატადორის" შესახებ პრესკონფერენციაზეც ისაუბრა.
ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ ილიასთან ბრძოლა მაქვს ჩატარებული. ვიცი ჩემი დროც მოვა. ნელ-ნელა მაგრამ, საბოლოოდ მაინც მივალ იმ მწვერვალამდე. ეს ბიჭი ახლა სულ სხვა დონეზეა. ის შეუჩერებელია. ილია ელიტური მებრძოლია და მეც ელიტის ნაწილი უნდა გავხდე, რომ მას შევებრძოლო. მან მაქს ჰოლოუეი გათიშა, რომელიც 35 ბრძოლაა არ დანოკაუტებულა, ეს საოცარია. - განაცხადა იუსუფ ზალალმა
საინტერესოა, რომ UFC-ში ჯოშ ემეტამდე ზალალი ილიას ერთადერთი მოწინააღმდეგე იყო, რომელიც ქულებით ჰყავდა დამარცხებული.