"მერაბის გატეხვა შეუძლებელია" - ჯონ ვუდი
3 დღის წინ
სხვა
1 წთ
ჯონ ვუდმა მერაბ დვალიშვილის შესახებ ისაუბრა. ამერიკელი მწვერთნელი ამბობს, რომ დვალიშვილი ახლა კიდევ უფრო კარგ ფორმაშია და მისი მიღწევებით ძალიან ბედნიერია.
ვუდმა მერაბის ძლიერ მხარეებზე გაამახვილა ყურადღება და ქართველს გაუტეხელი უწოდა.
ამ დონეზე ყოველი ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია. UFC-ს ძალიან მადლიერი ვარ, რომ დვალიშვილს ამ შანსს აძლევენ. დარწმუნებული ვარ მერაბი დაამხობს იმ რეკორდს, რომელსაც არავინ შეხებია.
ამ ბიჭის საბრძოლო IQ ძალიან კარგია. მერაბს აქვს ხედვა, დროის შეგრძნება და IQ, რომელიც შეუდარებელია და არსად მინახავს. მან იცის როგორ დაგამარცხოს იმის გათვალისწინებით თუ რისი შემოთავაზება შეგიძლია. მერაბმა კარგად იცის როგორ გამოიყვანოს მწყობრიდან ნებისმიერი. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში არავინ მინახავს, რომელიც ყოველი რაუნდის შემდეგ უფრო სწრაფი, ძლიერი და უკეთესი ხდება. ამ ბიჭის გატეხვა შეუძლებელია. - ამბობს ჯონ ვუდი
შეგახსენებთ, რომ ბრძოლა 7 დეკემბერს გამთენიისას დაიწყება. დვალიშვილის მოწინააღმდეგე პიოტრ იანი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში მერაბი უნიკალურ რეკორდს მიაღწევს და გახდება პირველი მებრძოლი, რომელიც ერთ წელიწადში 4 საჩემპიონო ჩხუბს მოიგებს.