დაპირისპირება ჩელ სონენსა და ისლამ მახაჩევს შორის
3 კვირის წინ
სხვა
1 წთ
MMA-ს ყოფილმა მებრძოლმა და ახლა უკვე ექსპერტმა ჩელ სონენმა ილიასა და მხაჩევის შესახებ ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩელი ამბობს, რომ მახაჩევმა თოფურიასთან ჩხუბის ასარიდებლად ყველაფერი გააკეთა. ამ სიტყვებმა ისლამი გააბრაზა და სონენს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა.
ჰაიპისა და ფულის დევნა იგივე არაა, რაც სპორტში დიდების ძიება. მაგრამ საშუალო დონის მებრძოლი, რომელმაც ყველაფერს იაფი თრეშ თოქით მიაღწია, ამას ვერ გაიგებს. ასე რომ, დაჯექი და უყურე სხვები როგორ აკეთებენ საქმეს ძია სონენ! - წერს მახაჩევი
Chasing hype and money is not the same as chasing greatness in sport. But average athlete, who built his way to the top with cheap trash talk, won’t understand that. So please seat and watch how others doing it, uncle Chael. #doublechamp
— Makhachev Islam (@MAKHACHEVMMA) May 22, 2025
შეგახსენებთ, რომ ილიას მსუბუქ წონაში გადასვლის შემდეგ მახაჩევმა ქამარი დათმო და ზედა დივიზიონში ავიდა. "მატადორი" ახლა მსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტულისთვის ჩარლზ ოლივეირას შეხვდება. ბრძოლა UFC 317-ზე 28 ივნისაა ჩანიშნული.