Belive

"ვოლკანოვსკი მახვილივით ბასრია" - ისრაელ ადესანია

10 თვის წინ სხვა
1 წთ

ალექს ვოლკანოვსკი 18 თებერვალს კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას ჩაატარებს. ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი საკუთარ ქამარს მეექვსედ დაიცავს და მის წართმევას ილია თოფურია შეეცდება. სხვათაშორის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქართველი UFC-ის საჩემპიონო ქამრის მოპოვებას შეეცდება.

ბუნებრივია, რომ აღნიშნული ბრძოლისთვის ავსტრალიელი ჩემპიონი გულმოდგინედ ემზადება. ალექსი თავის დარბაზში UFC-ის სხვადასხვა მებრძოლებს იწვევს და მათთან ერთად ემზადება. ამჟამად, ამ პერიოდის გავლაში ვოლკანოვსკის საშუალო წონის ყოფილი ჩემპიონი ისრაელ ადესანია ეხმარება.

ხუთშაბათს საღამოს ჩამოვედით და აქ ერთი კვირა დავრჩები. მინდა ვნახო ბოლო პერიოდს "ვოლკი" როგორ გაივლის. მინდა ვნახო მისი გონება რა მდგომარეშია და ამისგან ენერგია მივიღო. ვოლკანოვსკი მახვილივით ბასრია. მიყვარს მისი მიდგომა. ის ყველაფერი, რაც ბოლო ბრძოლაში მოხდა, ძალიან სწრაფად დაივიწყა. ჩვენ ამის გამოვლა გვიწევს. ხალხისთვის ალექსის სახელის შეხსენების დროა და ეს ანაჰაიმში მოხდება. - განაცხადა ისრაელ ადესანიამ

ალექს ვოლკანოვსკი საკმაოდ მძიმე ნოკაუტიდან ბრუნდება. თავის ბოლო ბრძოლაში ავსტრალიელი ისლამ მახაჩევთან დამარცხდა. ბევრი თვლის, რომ ეს ილიასთან ბრძოლაში ხელს ძალიან შეუშლის. ალექს კარიერაში მხოლოდ სამი მარცხი აქვს და აქედან ორი ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ არის. ავსტრალიელი ჩემპიონის ანგარიშზე კი 26 გამარჯვებაა.

რაც შეეხება ილია თოფურიას, ის დაუმარცხებელია და ვოლკანოვსკის წინააღმდეგ შეეცდება მე-15 გამარჯვება მოიპოვოს. "მატადორმა" UFC-ში 7 ბრძოლა ჩაატარა და აქედან 5 დროზე ადრე დაასრულა.

სხვა სტატიები