"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მთელი წლის განმავლობაში" - დანა უაითი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
როგორც იცით, მსუბუქი წონის დროებითი ქამრისთვის პადი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი იბრძოლებენ. ამის შემდეგ კი ყველანი ველოდებით, რომ გამარჯვებული ილია თოფურიას შეხვდება. დანა უაითს მომავალი სპორტული წლის შესახებ ჰკითხეს და ამ თემასთან დაკავშირებით ორაზროვანი პასუხი გასცა.
ყველას უნდა, რომ პადისა და ჯასტინს შორის გამარჯვებული ილიას შეხვდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები მთელი წლის განმავლობაში. - განაცხადა დანა უაითმა
Dana White talks UFC 324 Main Event and Ilia Topuria’s future 👀 🏆
— MMA UNCENSORED (@MMAUNCENSORED1) January 9, 2026
“Everybody wants the winner of Justin Gaethje vs Paddy Pimblett to fight Ilia Topuria. We’ll see how that plays out throughout the year.” pic.twitter.com/OXOk1DYAvF
შეგასხენებთ, რომ მსუბუქი წონის ტიტული დროებითი მას შემდეგ გახდა, რაც ილიამ სპორტისგან პაუზის აღება გადაწყვიტა. ეს ყველაფერი ილიამ ოჯახური პრობლემების გამო გადაწყვიტა. სავარაუდოდ, თოფურია ოქტაგონზე წელს დაბრუნდება.