"თუ ილიას ან არმანს შევებრძოლები, მათ ცხოვრებას გავანადგურებ" - პადი პიმბლეტი
პადი პიმბლეტი ამბობს, რომ მას შემდეგი ბრძოლა ილია თოფურიას ან არმან ცარუკიანის წინააღმდეგ სურს. ინგლისელმა ისიც დაამატა, რომ წარსული დაპირისპირების მიუხედავად, ილიას პატივს სცემს. საპირისპირო შემთხვევაა არმანთან, რომლის მიმართაც კარგ დამოკიდებულებას საერთოდ არ იჩენს.
თუ ილიას ან არმანს შევებრძოლები, მათ ცხოვრებას გავანადგურებ. მაქს ჰოლოუეის ან ჩარლზ ოლივეირას რომ ვხვდებოდე, იგივეს არ ვიზამდი, რადგან მათ პატივს ვცემ. ცუდად არ გამიგოთ, ილიასაც პატივს ვცემ, თუმცა, ჩვენ წლების წინ უთანხმოება გვქონდა.
არმან ცარუკიანის მიმართ არანაირი პატივისცემა გამაჩნია. ის უბრალოდ მდიდარი ბავშვია, რომლის მამაც მილიონერია. არ შემიძლია მას პატივი ვცე, რადგან მამამისის ფულით ცხოვრობს. რომ არა მამამისი, ის იქ არ იქნებოდა, სადაც ახლაა. - ამბობს პადი პიმბლეტი
Paddy Pimblett says he wants to fight Ilia Topuria or Arman Tsarukyan next and mentions that he respects Ilia even if they have beef, but has NO RESPECT for Arman Tsarukyan 😳
— Title Fight (@TitleFightMedia) August 20, 2026
“I respect Ilia, but we’ve had beef for years. I think he’s a little helmet, I’d love to fight him and… pic.twitter.com/dbMu4qxBWj
შეგახსენებთ, რომ პადი პიმბლეტი მსუბუქი წონის დივიზიონში მე-5 ადგილზეა. მის წინ ჩარლზ ოლივეირა, მაქს ჰოლოუეი, არმან ცარუკიანი და ილია თოფურია არიან. აღსანიშნავია, რომ მოქმედ ჩემპიონს გეიჯისთან თავისი ბრძოლა პადიმაც წააგო. ამჯერად ინგლისელი დადებით ტალღაზეა და ბოლო ჩხუბში ბენუა სენ-დენი დაამარცხა.