Belive

ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ქართველმა პარასპორტსმენმა ვლადიმერ ჭინჭარაულმა პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ტყვიის შაშხანიდან სროლაში (50 მეტრიდან) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალურ ეტაპზე მან 8 პარასპორტსმენს შორის მეორე ადგილი დაიკავა, ჩემპიონი სერბი დრაგან რისტიჩი გახდა. პირველადგილოსანმა 250.2 ქულა დააგროვა, ხოლო ვლადიმერმა 248.2 ქულა.

ფინალური ბლოკის ცხრილი

შეგახსენებთ, საქართველომ პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე 4 მედალი მოიპოვა. 1 ოქრო, რომელიც გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში დაისაკუთრა, 1 ვერცხლი ვლადიმერ ჭინჭარაულის მიერ მოპოვებული, 2 ბრინჯაო - პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე და ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილი.

სხვა სტატიები