"ვიცოდით, რომ მერაბი პრობლემა იქნებოდა" - შონ ო'მალის მწვრთნელი
2 კვირის წინ
სხვა
1 წთ
სუპერმსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა. "შუგას" მწვრთნელმა ბრძოლა შეაფასა და ქართველის მიმართ სიმპათია არ დამალა.
ვიცოდით, რომ ჩვენთვის მერაბი პრობლემა იქნებოდა. მან ზედიზედ სამი ყოფილი ჩემპიონი დაამარცხა. ვიცოდით რამდენად კარგი არის. თავისი საქმე შესანიშნავად შეასრულა. ერთ-ერთი რამ რაც მერაბმა შესანიშნავად შეასრულა დროის მენეჯმენტია. როცა შონი მიწაზე გადაიყვანა მის დაფინიშებას არ ეცადა, უბრალოდ საკუთარი წონა ატარებინა. ეს პატარა ბიჭი ნამდვილი მანქანაა. - განაცხადა ტიმ ველჩმა
სხვათაშორის, პირველი რაუნდის დასაწყისშივე, მერაბს ტიმ ველჩთან შელაპარაკება მოუვიდა. ბრძოლა ჯერ კიდევ არ იყო გახურებული, როდესაც მერაბმა მოწინააღმდეგის კუთხის მიმართ პრეტენზიები გააჟღერა და მსაჯს მისი დამშვიდება მოუხდა.