ვის უხდიან სპონსორები ყველაზე მეტს | 2022 წლის საუკეთესო ხუთეული
სპორტსმენებისთვის, სასპონსორო ხელშეკრულებები, სპორტული საქმიანობის მიღმა როგორც წესი, მთავარი შემოსავლის წყაროა.
რასაკვირველია, სასპონსორო შეთანხმება მომგებიანია როგორც ერთი, ასევე მეორე მხარისთვის.
გთავაზობთ საუკეთესო ხუთეულს, სადაც ასახულია თუ რომელი სპორტსმენი მიიღებს ყველაზე დიდ შემოსავალს 2022 წელს, ამა თუ იმ კომპანიის რეკლამისთვის.
Forbes-ის მონაცემებით, მეხუთე და მეოთხე ადგილს ფეხბურთის ორი ლეგენდა - კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი იყოფენ. ოფიციალური დოკუმენტაციით, 2022 წელს ორივე მათგანი იდენტურ თანხას - 55 მილიონ დოლარს მიიღებს.
მესამე პოზიციაზე გოლფის ლეგენდარული მოთამაშე - ტაიგერ ვუდსია, რომელიც 68 მილიონ დოლარს მიიღებს.
მეორე ადგილს ლებრონ ჯეიმსი იკავებს, კალათბურთის სუპერვარსკვლავი 80 მილიონ დოლარს მიიღებს.
როგორც ჩანს სპორტული კომპანიებისთვის ყველაზე სასურველი და დახვეწილი ფიგურა როჯერ ფედერერია, რომელიც იმის მიუხედავად, რომ კორტზე ფაქტობრივად არ გამოჩენილა, სპონსორებისგან 90 მილიონი დოლარი მიიღებს.
offtopic: კომენტარების ველში შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო მსგავსი ტიპის სტატია მოითხოვოთ, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ.